სპა სტილის აბაზანა ქვის ტექსტურით, თავისუფლად მდგომი აბაზანით და შავი აქცენტებით - მთავარი ხედი

ქვის ტექსტურის აბაზანა

სპა განწყობის აბაზანა ბუნებრივი ქვის ფაქტურით, შავი დეტალებით და რბილი განათებით

ლოკაცია
თბილისი, საქართველო
ტიპი
საცხოვრებელი
წელი
2026
ფართობი
აბაზანა

Design Brief

აბაზანის ინტერიერი შექმნილია როგორც მშვიდი სპა სივრცე, სადაც ქვის ტექსტურა, თბილი განათება და შავი აქცენტები ქმნის სუფთა, თანამედროვე და დასვენებაზე ორიენტირებულ გარემოს.

თავისუფლად მდგომი აბაზანა სივრცის მთავარ ფოკუსად მუშაობს. ქვის ფაქტურის დიდი ზედაპირები აბაზანას მონოლითურ, არქიტექტურულ ხასიათს აძლევს, ხოლო რბილი განათება მასალას უფრო თბილს და ღრმას აჩენს.

შავი დეტალები ინტერიერს მკაფიოობას მატებს და სპა განწყობას თანამედროვე ხაზით აბალანსებს. სივრცე მინიმალისტურია, თუმცა მასალების ტექსტურა მას მდიდარ და დასამახსოვრებელ სახეს აძლევს.

მასალები და პალიტრა

კონკრეტულ აბაზანაში ვხვდებით უმაღლესი ხაისხის ბუნებრივ ავეჯსა და მასალებს.

განათება

გამოყენებულია თბილი LED განათება